საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური საჭიროებები

გამოქვეყნებული: 22 დეკემბერი, 2014

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადებულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების გაერთიანებულ ანალიზს, რომელიც ასახავს ქალთა ეკონომიკურ მდგომარეობას და სამეწარმეო შესაძლებლობებს სოფლად შემდეგ რეგიონებში: კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, და მცხეთა-მთიანეთი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა არსებული ეკონომიკური საჭიროებები და გამოწვევები, რაც აქვთ ქალებს ბიზნესის დაწყებისა და განვითარების პროცესში სოფლად (გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით). ასევე მოხდა კრედიტებსა და საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ბარიერების იდენტიფიცირება.

გაუზიარე მეგობრებს:
| Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი