საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ეკონომიკური განათლების ცენტრი

 

ეკონომიკური განათლების ცენტრი

ეკონომიკური განათლების ცენტრი (EEC) საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. უწყვეტი წარმატების პირველი პროდუქტი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მიზნობრივ ჯგუფებში ასოციაციის სავიზიტო ბარათადაც მოიაზრება.

ეკონომიკური განათლების ცენტრის მიზანია ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება საქართველოში და მაღალკვალიფიციური ეკონომიკური პროფილის კადრების მომზადება. ცენტრი შესაძლებლობას აძლევს წარმატებულ ახალგაზრდებს და უბრალოდ ეკონომიკით დაინტერესებულ პირებს, უფასოდ ანდა თანადაფინასებით გაირონ სემინარ-ტრენინგები ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებში.

ახალგაზრდებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი ცოდნის გასაღრმავებლად, ვინაიდან თეორიულ მასალასთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებსა და სიტუაციებს. სიმულაციური თამაშების დახმარებით მონაწილეები ეჩვევიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, რაც შემდგომში განაპირობებს ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სწორად და დროულად (1989 წლიდან) შეთავაზებულმა განათლების პროგრამამ თავიდანვე ახალგაზრდების დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ყოველწლიურად ახლდებოდა და იზრდებოდა შეთავაზებული სემინარ-ტრენინგების რაოდენობა.

აპლიკანტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს შეთავაზებული ტრენინგ-კურსების სისტემატური განახლება და მიზნობრივი აუდიტორიის მოთხოვნილებების გათვალისწინება. რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ხორციელდება პროგრამის შეფასება, სემინარ-ტრენინგების განახლება და ახალი მოთხოვნადი კურსების შეთავაზება.

ეკონომიკური განათლების ცენტრის ფარგლებში ტარდება სემინარ-ტრენინგები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • ეკონომიკის საფუძვლები;
  • პროექტების მართვა;
  • საჯარო ფინანსები;
  • მარკეტინგის საფუძვლები;
  • მენეჯმენტის საფუძვლები;
  • საგადასახადო საქმე;
  • ფინანსური აღრიცხვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ექსპორტზე გაყიდვები;
  • საცალო გაყიდვების მართვა;
  • დამატებითი დაფინანსების მოპოვება;

 

 

 

© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი