საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სურსათზე ხელმისაწვდომობა საქართველოში

გამოქვეყნებული: 1 იანვარი, 2011

ანგარიშში ასახულია როგორი გავლენა მოახდინა სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდამ მოსახლეობაზე. მოსახლეობის სასურსათო პროდუქციის ფასებზე მაღალი დამოკიდებულობა დიდი საფრთხეების და მაღალი რისკის მატარებელია განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც სურსათზე ფასები საქართველოში რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება. ანგარიშში ასევე ასახულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების კვლევა. ოჯახებზე სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის გავლენის შეფასების მიზნით ჩატარდა შინამეურნეობების გამოკითხვა ქ. თბილისის მასშტაბით. შესაბამისად, მოსახლეობა და განსაკუთრებით, ღარიბი ოჯახები მძაფრად განიცდიან სურსათზე ფასების ცვლილების შედეგებს. სურსათზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გამოწვევაა ქვეყნისათვის. ამასთან, ფასების მუდმივი ზრდა საკვებ პროდუქტებზე კიდევ უფრო ამძიმებს და ამწვავებს ღარიბი ოჯახების ისედაც მძიმე ყოფას. 

გაუზიარე მეგობრებს:
| Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი