საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

არასამთავრობო ორგანიზაციების ფონდების მოძიების უნარის განვითარება

1 ივნისი, 2008 - 1 მარტი, 2009

პარტნიორი:
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

პროექტის მიზანი:

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების გაზრდა ეფექტური ფონდების მოძიების პროცესის წარმართვის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში მომზადდა სამაგიდო წიგნი "როგორ მოვიძიოთ დაფინანსება", აღნიშნულ პუბლიკაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების ფართო წრეებში. სამაგიდო წიგნი უსასყიდლოდ გადაეცა 2000-ზე მეტ მსურველს: მეწარმეებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ  პირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების საჭიროებების იდენტიფიკაციის მიზნით სისტემატურად იმართებოდა ფოკუს ჯგუფები და სამუშაო შეხვედრები აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებთან. საჭიროებათა რანჟირებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რაოდენობრივმა კვლევამ. პროექტის დასკვნით ეტაპზე 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაუტარდა ტრენინგები: ფონდების მოძიებისათვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებასა და დაფინანსების წყაროების მიზანმიმართულ  შერჩევაზე.

პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი