საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

მომავლის იმედი

1 თებერვალი, 2008 - 1 ივნისი, 2009

პარტნიორი:
გაეროს ქალთა ფონდი UNIFEM

პროექტის მიზანი:

აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ქალების ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვა/რეინტეგრაცია.

პროექტის ფარგლებში 250-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ქალს ჩაუტარდა ტრენინგები ბიზნესის წამოწყებისა და მართვისთვის აუცილებელ სხავდასხვა მიმართულებებში. ტრენინგების დასრულებისთანავე დევნილი ქალბატონებისათვის თბილისსა და გორში გაიმართა  სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.

პროექტის ფარგლებში გამოიცა ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო ინფორმაციით გაჯერებული სახელძღვანელო - "ქალი და ბიზნესი", სადაც თანდართული  იქნა ინფორმაცია ბიზნესიდეების განხორციელებისთვის  საჭირო და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების შესახებ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტებმა პროექტის მონაწილეებს გაუწიეს ბიზნესკონსუტაციები ბიზნესგეგმებთან დაკავშირებით.

პროექტის ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული პირები, ქალები. 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი