საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში

1 სექტემბერი, 2007 - 1 ნოემბერი, 2008

პარტნიორი:
მეწარმეობის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრი (CIPE)

პროექტის მიზანი:

საქართველოში  არსებული  ბიზნესგარემოს  შეფასება,    ბიზნესისთვის  აქტუალური  10  პრობლემის გამოვლენა და ადვოკატირება.

პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე ბიზნესისთვის აქტუალური   პრობლემების გამოვლენის მიზნით განხორციელდა სხვადასხვა სახის კვლევები:

  • 3 ფოკუსჯგუფი, სადაც მეწარმეებმა ისაუბრეს მათთვის  აქტუალურ პრობლემებზე;
  • რაოდენობრივი კვლევა საქართველოს მასშტაბით;
  • სამაგიდო კვლევა ბიზნესის  მარეგულირებელი  კანონმდებლობის  შესახებ;
  • ჩაღრმავებული  ინტერვიუები  ექსპერტებთან  ბიზნესგარემოს შეფასებისა და რეკომენდაციების შემუშავებისათვის.

ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე გამოიცა ანგარიში საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ და მოხდა მისი პრეზენტაცია.კვლევის პროცესში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების მიზნით გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის:

  • რადიო გადაცემები;
  • გამოიცა პერიოდული ჟურნალი _ Georgian Business Today; 
  • ჩატარდა სამუშაო შეხვედრები ბიზნესის, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით;
  • პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები საქართველოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე პირებთან.

2008  წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შეფასებით მიზნით განხორციელდა რაოდენობრივი კვლევა (შერჩევის ზომა - 1000 მეწარმე საქართველოს მასშტაბით).

პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავებულ იქნა სამაგიდო წიგნი მეწარმეებისათვის, რომლის მიზანს წარმოადგენს მეწარმეებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ბიზნესგარემოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასევე მეწარმეების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით და რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა ბიზნესის ეფექტიანად სამართავად. პროექტის დასასრულს გაიმართა კონფლიქტის ეკონომიკაზე გავლენის შედეგების შეფასების კვლევისა და "მეწარმის სამაგიდო წიგნის" პრეზენტაცია, რომელმაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში.

პროექტის ბენეფიციარები: მეწარმეები და სახელმწიფო უწყებები.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი