საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი

1 მაისი, 2007 - 1 აპრილი, 2008

პარტნიორი:
დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM - საქართველოს წარმომადგენლობა

პროექტის მიზანი:

მდგრადი მონიტორინგის სქემის შემუშავება "სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის" სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილოებითი მონიტორინგის ფასილიტაციის გზით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა აჭარის ა.რ. რეგიონში სოციალური შემწეობის პროგრამაში მონაწილე 1100 ოჯახის რაოდენობრივი კვლევის ორი ფაზა ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე. რაოდენობრივი კვლევის დროს ოჯახებმა დაასახელეს მათ თემში მყოფი ყველაზე ღარიბი ოჯახები. დასახელებული 697 ოჯახიდან კვლევისთვის შეირჩა და გამოიკითხა 300 ყველაზე ხშირად დასახელებული ოჯახი. კვლევების შედეგად გამოვლინდა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურული და თვისობრივი პრობლემები.

აჭარის რეგიონში სოციალური აგენტებისათვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა "მონაწილეობითი მონიტორინგი საქართველოში". შეხვედრას ესწრებოდნენ Oxfam - საქართველოს წარმომადგენლობის პარტნიორები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მონაწილეობითი მონიტორინგის განხორციელების გზები და ასევე არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის თავისებურებები.

პროექტის ფარგლებში მუდმივად ტარდებოდა სამუშაო შეხვედრები სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

პროექტის ბოლოს ჩატარებული კვლევების შედეგები და  მიგნებები გამოიცა ანგარიშის სახით - "სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი აჭარის ა.რ. რეგიონში ".

პარტნიორი ორგანიზაცია: სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტო.

პროექტის ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტო, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა. 

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
სურსათის ეროვნული სააგენტო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო

პარტნიორი:
ა(ა)იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება

პროექტები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი