საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

პროექტები

სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით

14 დეკემბერი, 2020 - 15 დეკემბერი, 2021

პარტნიორი:
გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია UNDP საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“. პროექტი მიზნად ისახავს, ინკლუზიური პოლიტიკისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და უზრუნველყოფას ინსტიტუციური მექანიზმების ხელშეწყობის გზით. პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლისა (მარნეულისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტები) და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის (ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები) რეგიონებში.

პროექტის სამიზნე ჯგუფებია: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, ახალგაზრდები და ქალები;

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

-   სამოქალაქო მონაწილეობის ინსტიტუციონალური ადგილობრივი პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოს 2 რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში
-    ადგილობრივი სამოქალაქო (ქალებთან, ახალგაზრდებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან მომუშავე) საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი შესაძლებლობები სოციალური ინიციატივების იდენტიფიკაციისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებზე, მენტორული პროგრამის საშუალებით
-  შექმნილი მოხალისეობრივი პრაქტიკა, როგორც სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური გზები საპილოტე მექანიზმები
-  ეროვნულ დონეზე ადვოკატირებული სამოქალაქო თანამონაწილეობის პრაქტიკები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შესაბამისად სახელმწიფო დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 20-25 დანერგვის ხელშეწყობა

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ხორციელდება დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (Fostering Decentralization and Good Governance at the Local Level in Georgia (DGG)) პროგრამის ფარგლებში.

გაუზიარე მეგობრებს:

პროექტები

პარტნიორი:
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა

პარტნიორი:
გაეროს განვითარების პროგრამა, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა

პროექტები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი