საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

ეკონომიკური განათლების ცენტრი

ეკონომიკური განათლების ცენტრის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ეკონომიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. მიღება ცხადდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ და ემთხვევა სასწავლო პროცესისდაწყებას, შესაბამისად, შემოდგომასა და გაზაფხულზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

 

  • აპლიკაციის ფორმა

აპლიკაციის ფორმა შეგიძლიათ მოიპოვოთ საეა-ს ოფისში ან ვებ-გვერდზე www.economists.ge. შევსებული აპლიკაციის ელ-ვერსია გამოგზავნეთ ელ-ფოსტით მისამართზე madona@economists.ge, ან მობრძანდით ოფისში ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 12-დან 6 საათამდე. მისამართი: ორბელიანის ქ. #35 ტელეფონი: (+995 32) 92 28 39; 99 04 43.

მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

 

  • რეგისტრაცია

თითოეული შევსებული აპლიკაცია რეგისტრირდება ერთიან ბაზაში და ენიჭება უნიკალური შვიდნიშნა კოდი. რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტი იღებს რეგისტრაციის დამადასტურებელ ბარათს, სადაც მითითებულია ტესტირების თარიღი და დრო.

 

  • ტესტირება

ტესტი მოიცავს ზოგადი უნარების შესაფასებელ კითხვებს და ფასდება ქულებით (კითხვები არის დახურული ფორმით), კითხვათა რაოდენობა არ აღემატება 20-ს. ტესტირება ტარდება საათში ერთხელ და ხანგრძლივობაა 15 წუთი. ტესტირებაზე არ დაიშვება აპლიკანტი დაგვიანების, ერთიან ბაზაში არყოფნის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის შემთხვევაში!

 

  • თანადაფინანსებადი ტრენინგები

იმ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ დააგროვებენ გამსვლელ ქულას უფასო ტრენინგზე, ვთავაზობთ თანადაფინანსებით ტრენინგებზე რეგისტრაციას. ტრენინგის ღირებულება რანჟირებულია ტესტში მიღებული შედეგის მიხედვით და თანხა განისაზღვრება 30-დან 100 ლარამდე.
თანადაფინასებით კურსზე მოხვედრისათვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია.
ხელახალი რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში აპლიკანტს შეეძლება რეგისტრაცია

© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი