საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

რას ვაკეთებთ

 

ტრენინგები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ტრენინგ-კურსების მაღალი ხარისხი 20-წლიან წარმატებულ გამოცდილებას ემყარება. 


თითოეული ტრენინკურსი აუდიტორიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით მზადდება. საეა-ს მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამა გადის აკრედიტაციას შიდა სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება სასწავლო მასალის მომზადებაზე, ტრენინგის ორგანიზებასა და ჩატარების ხარისხის შეფასებაზე. 

საეა-ს ტრენინგებზე მაღალ მოთხოვნას ტრენინგ-პროგრამების მრავალფეროვნებასთან ერთად განაპიროებებს ტრენერების კვალიფიკაციის დონე. 15 ტრენერს გავლილი აქვს აკრედიტაცია და ისინი უზრუნველყოფენ ტრენინგის მასალების თანხვედრას მიღებულ სტანდარტებთან.

მიზნობრივი აუდიტორია

  • სტუდენტები;
  • დამწყები და მოქმედი ბიზნესები;
  • დევნილები;
  • ექიმები;
  • ფერმერები;
  • სათემო ჯგუფები;
  • ჟურნალისტები;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები;
  • სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები; 

მეთოდოლოგია

სასწავლო პროგრამა მოიცავს მონაწილის სამუშაო წიგნს, პრეზენტაციას, ტრენერის Guideline-ს და მონაწილეების მაღალ ჩართულობას.კურსის დასრულებისას ხორციელდება ჩატარებული ტრენინგის, ტრენერისა და მასალის შეფასება, შეფასების კითხვარის საფუძველზე. რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე ხორციელდება სემინარ-ტრენინგების განახლება და ხარვეზების აღმოფხვრა. 

მონაწილეებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი ცოდნის გასაღრმავებლად, ვინაიდან თეორიულ მასალასთან ერთად განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებსა და სიტუაციებს. სიმულაციური თამაშების დახმარებით მონაწილეები ეჩვევიან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდურ მუშაობას და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, რაც შემდგომში განაპირობებს ლიდერული, ორგანიზაციული და გუნდური უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სტანდარტული ტრენინგ კურსები:

  • ეკონომიკის საფუძვლები;
  • პროექტების მართვა;
  • საჯარო ფინანსები;
  • მარკეტინგის საფუძვლები;
  • მენეჯმენტის საფუძვლები;
  • საგადასახადო საქმე;
  • ფინანსური აღრიცხვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • ექსპორტზე გაყიდვები;
  • საცალო გაყიდვების მართვა;
  • დამატებითი დაფინანსების მოპოვება;
  • აგრობიზნესის მართვა;
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი