« სექტემბერი 2010 »
კვი ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
 
 
პროექტები
პუბლიკაცია
რესურსცენტრი
გალერეა
სასარგებლო ბმულები


 
რესურსცენტრის დეპარტამენტი აერთიანებს კვლევით ცენტრს, ბიბლიოთეკას, ადამიანური მართვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებებს.
რესურსცენტრის საქმიანობებში აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციის მოხალისეები, რომლებიც გადიან სტაჟირებას, ახდენენ ორგანიზაციის პროექტებისა და პროგრამების ტექნიკურ უზრუნველყოფას, მონაწილეობენ სხვადასხვა ტიპის კვლვებისა და ანგარიშების მომზადებაში.
 
როგორ მოვხვდეთ რესურსცენტრში?

რესურსცენტრში მოხალისეების მიღება მიმდინარეობს მუდმივად. მსურველებს შეუძლიათ შეავსონ აპლიკაცია და მოიტანონ ასოციაციის ოფისში ან გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - research@economists.ge. მიღებული აპლიკაციები თავსდება რესურსცენტრის ერთიან ბაზაში და პერიოდულად, წელიწადში 2-3 ჯერ, ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, ხდება მოხალისეების ნაკადის მიღება ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე. მოხალისეობის პერიოდი მოიცავს 3 თვეს.

 
რას ითვალისწინებს მოხალისეობა რესურსცენტრში?
რესურსცენტრში მიღებული მოხალისეები ჩართულები არიან სპეციალურ სასწავლო პროგრამაში. თავდაპირველად ისინი ეცნობიან ასოციაციის მუშაობის პინციპებს, შინაგანაწესსა და მათ სამოქმედო არეალს. მოხალისეები მონაწილეობენ შემდეგ ტრენინგებში: გუნდური მუშაობის პრინციპები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები, დროის მენეჯმენტი, ოფიციალური წერილის წერა, ტექნიკისა და დანადგარების გამოყენების წესი და სხვ. აღნიშნული ტრენინგ-პროგრამა მიზანმიმართულია მოხალისეების ცოდნის გაღრმავებისა და უნარების გაუმჯობესებისკენ. ტრენინგების გავლის შემდეგ მოხალისეები ერთვებიან კვლევითი ცენტრის კვლევებში. კვლევების ხანგრძლივობა დამოკიდებულია კვლევის შინაარსსა და მოცულობაზე (არ აღემატება 3 თვეს). კვლევის დასრულების შემდეგ მზადდება ანგარიში და ხდება მისი პრეზენტირება.
მოხალისეობის პერიოდში მსურველებს ეძლევათ უფლება, უფასოდ და კონკურსის გარეშე გაიარონ ასოციაციის განათლების დეპარტამენტის ფარგლებში ჩატარებული მათთვის სასურველი ტრენინგ-კურსი.
მოხალისეობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ წარმატებული საქმიანობის შემთხვევაში მოხალისეს ეძლევა ცნობა, რომელიც ადასტურებს მის სტაჟირებას ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.
 
რა ხდება მოხალისეობის შემდგომ?
მოხალისეობის პერიოდის ამოწურვის შემდეგ მსურველები, განხორციელებული საქმიანობებიდან გამომდინარე, ერთვებიან ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობებში, პროექტებსა და პროგრამებში, გარკვეული ვადით უგრძელდებათ მოხალისეობის პერიოდი ან ხდებიან ორგანიზაციის თანამშრომლები.
ტრენინგ-კურსისა და მოხალისეობის წარმატებულად გავლის შემდეგ მსურველებს ეძლევათ უფლება, შემოიტანონ განაცხადი გაწევრიანების შესახებ. განაცხადს თან ახლავს 2 რეკომენდატორის ხელმოწერა და მსურველის პროფილი, რომელიც აღწერილია ასოციაციის ფარგლებში მის მიერ შესრულებული საქმიანობები. ასოციაციის გამგეობა განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენდაციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მსურველის გაწევრიანების შესახებ.
 
რესურსცენტრის კვლევები
რესურსცენტრში 2005 წლიდან მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა ტიპის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც მზადდება ანგარიშები. რესურსცენტრის საქმიანობებში ძირითადად ჩართულები არიან მოხალისეები, რომლებიც კომპლექტდებიან ჯგუფებად და კოორდინატორთან ერთად მუშაობენ სხვადასხვა თემაზე.
რესურსცენტრში განხორციელებული კვლევების თემატიკა შეირჩევა აქტუალური ეკონომიკური მიმართულებებიდან გამომდინარე. კვლევების ანგარიშები ატარებს როგორც ანალიტიკურ ხასიათს, ასევე მოიცავს კონკრეტული ბიზნესსექტორების ანალიზს.
რესურსცენტრის მიერ განხორციელებული კვლევები დასრულებისთანავე თავსდება ორგანიზაციის ბიბლიოთეკაში. ასევე, დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნული კვლევების ელ. ვერსია ხელმისაწვდომია ასოციაციის ვებ-გვერდზე.
 
 
გაზეთი
   
ჩვენს შესახებ
   
BCNG
   
IFC
   
მსოფლიო სტატისტიკა
   

 

 
მთავარი გვერდი | ჩვენ შესახებ | სიახლეები | საქმიანობა | პუბლიკაცია | განათლების პროგრამა | რესურსცენტრი | ბიბლიოთეკა | გალერეა | სასარგებლო ბმულები | კონტაქტი
©2009 by AYEG. Web design by David Rikiashvili