|
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას ბიზნესგარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ მიმართულებით საეა აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, კერძო და საერთაშორისო სექტორების წარმომადგენლებთან. ასოციაციას მნიშვნელოვანი წვილი შეაქვს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში, ბიზნესმარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაში, ბიზნესორგანიზაციების, ბიზნესის ინტერესების ადვოკატირებასა და მეწარმეობის განვითარებაში. საეა-ს პროფესიონალი ექსპერტები მუდმივად უწევენ კონსულტაციებს დამწყებ და მოქმედ ბიზნესმენებს, ამზადებენ სხვადასხვა ანალიტიკურ ნაშრომებს და სპეციალურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს მეწარმეების ცოდნის ამაღლებას და უნარების გაუმჯობესებას. სისტემატიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა:
|