საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ღირსეულად იცავს საკუთარ პრინციპებსა და ძირეულ ფასეულობებს. დაარსების დღიდან თითოეული წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ორგანიზაციისათვის. 20 წლის წინათ, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია დაფუძნდა, არასამთავრობო სექტორი განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებოდა. საეა-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის პრინციპების ფორმირებასა და საზოგადოებაში ახალი ეკონომიკური აზროვნების დამკვიდრებაში.
იცვლება გარემო, ვითარდება ეკონომიკა და საეა-ს პროფესიონალთა გუნდი მუდმივად მზადაა, მიიღოს ახალი ინიციატივები. ასოციაციაში გარემოსგან ნაკარნახევი აქტუალური საკითხების შესწავლის თანმდევია შემოქმედებითი იდეების რეალობაში განხორციელება.
დღესდღეობით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აქტივობებს ახორციელებს საქართველოს მასშტაბით. საქმიანობები დივერსიფიცირებულია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: ბიზნესგარემოს გაუმჯობესება; დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა; ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიონალური განვითარების უზრუნველყოფა.
ჩვენ განვახორციელეთ 80-ზე მეტი პროექტი მონიტორინგის, ანალიზის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ბიზნესის მხარდაჭერის, კანონშემოქმედებითი და სხვა მიმართულებებზე აქცენტირებით. |