საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

3
ივნისი
21:35

საეამ ახალი პროექტი დაიწყო - ”მოქალაქეთა თანამონაწილეობა პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში მუნიციპალურ დონეზე”

საეამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფინანსური მზარდაჭერით ახალ პროექტის გახორციელება დაიყო.

პროექტის მიზანია მუნიციპალური ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერება და ანგარიშვალდებულების გაზრდა. კერძოდ პროექტის ამოცანებია:

  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესის და შესაბამისად მოქალაქეთა თანამონაწილეობის შესახებ ბროშურის შემუშავება და გავრცელება;
  • იზნობრივი მუნიციპალიტეტებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს შემუშავება საზოგადოების თანამონაწილეობის გაზრდის თაობაზე პროგრამების შემუშავების და განხორციელების პროცესში. შედეგად მოხდება ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გათვალისწინებით;
  • შეხვედრების ჩატარება მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში შერჩეული პროგრამებისთვის, რათა პროგრამები გახდეს მეტად ორიენტირებული მოსახლეობაზე და ითვალისწინებდეს მათ აქტიურ თანამონაწილეობას;
  • გზამკვლევით მომავალში სარგებლობის ადვოკატირება ფინანსთა სამინისტროსში;
  • მოსახლეობის მხარდაჭერა მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში რათა აქტიურად ჩაერთონ პროგრამული ბიუჯეტების შემუშავების პროცესში.

პროექტის პილოტაჟი განხორციელდება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში: თელავი, საგარეჯო, გორი, ხაშური, ბორჯომი და ახალციხე და დამთავრდება 2013 წლის ნოემბერში.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი