საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

24
მაისი
14:48

წარმატების ისტორია - სადღესასწაულო პროდუქციის მაღაზია „sky lantern”

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში  კომპანია „sky lantern” - მა მოიპოვა დაფინანსება.

“საეა-ს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია მივიღე მეგობრისგან. მონაწილეობა გადავწყვიტე იმიტომ რომ მჭირდებდა სახსრები ჩემი ბიზნესის გასაფართოვებლად და მარაგების შესავსებად. თავიდან მხოლოდ „ფრანების“ გაყიდვით ვიყავი დაკავებული, მეორე თვეს გავაორმაგე პროდუქციის რაოდენობა, შემდეგ გავასამმაგე, შემდეგ ფრანებს  დაემატა სანთლები, ფეიერვერკი, სასცენო მომსახურებები და ასე შემდეგ, მესამე წელს კი რებრენდინგი გავაკეთე, შევცვალე საიტის ლოგო. მეხუთე წელს როგორც იქნა გავხსენი მაღაზია...  საეა-ს გრანტმა საშუალება მომცა შემესყიდა კონკრეტული პროდუქცია და გამეკეთებინა 6 – 7 თვის მარაგი, რაც იმ პერიოდისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იყო. ჩვენს კლიენტებს შორისაა: ბიბლუსი, დელფოსი, ეკონომ მიქსი, თიბისი ბანკი, თავისუფალი უნივერსიტეტი, თბილისის საკრებულო,  მძლეოსნობის ფედერაცია, კურაციო, ემ გრუპი, ესტონეთის საელჩო და სხვა მრავალი.

იდეის განხორციელების სურვილი 17 წლის ასაკში გამიჩნდა და სანამ სკოლას დავამთავრებდი დავიწყე იდეის დახვეწაზე მუშაობა, როგორც კი მოვრჩი სკოლას და ჩავაბარე, პარალელურად დავიწყე ბიზნესი, ყოველგვარი ბიზნეს გეგმების და გათვლების გარეშე, იმიტომ რომ უბრალოდ მჯეროდა.

ერთადერთი კომპანია სადაც მოუსმინეს ჩემს იდეას იყო საეა. ეს არის გამოცდილი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ძალიან მეგობრული გუნდი რომელიც აძლევს ახალგაზრდებს საკუთარი სურვილების და მიზნების განხორციელების საშუალებას. შესაბამისად ყველას ვურჩევდი თქვენთან მოსვლას და ტრენინგზე დასწრებას.“

გიორგი გრიგალაშვილი

 დამფუძნებელი

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი