საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

27
იანვარი
18:06

ტრენინგი ადვოკატირებაში ქალი მეწარმეებისათვის

21-23 იანვარი, 2016. USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის საგრანტო პროგრამის „ქალთა გაძლიერება ბიზნესში“ ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ჩაატარა სამდღაიანი სემინარი ქალთა მონაწილეობით ადვოკატირებისა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის თემაზე. სემინარებში მონაწილეობას იღებდა ოცამდე მეწარმე ქალი როგორც თბილისიდან ისე რეგიონებიდან. სემინარის ძირითადი საკითხები იყო: ადვოკატირების მთავარი ელემენტები, მისი მესიჯის ფორმულირება და გადაცემა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მთავარი მახასიათებლები, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) მოთხოვნები.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი