საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

3
დეკემბერი
16:18

კვლევის შედეგების პრეზენტაცია სექსუალური შევიწროვების (ჰარასმენტი) შესახებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში

2014 წლის 27 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ საქართველოს ახალგზარდა ეკონომისტთა ასოციაციასთან თანამშომლობითა და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია.

კვლევა მოიცავდა თბილისის მეტროში სექსუალური შევიწროვების ფაქტების ტენდენციებს, ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებულ რეკომენდაციებს.

პრეზენტაციის დროს, წარმოდგენილი იქნა თბილისის 14 მეტროსადგურში გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, ისევე როგორც ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ჩაღმავებული კითხვარების ანალიზი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტროთი მოსარგებლეთა 45% გამხდარა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამთავრობო უწყებებიც.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც ხაზი გაესვა ჩატარებული კვლევის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული სექსუალური შევიწროვების ფაქტების წინააღმდეგ აქტიური მუშაობის აუცილებლობას.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი