9 ივლისიდან - 21 ივლისის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში ჩაატარა 5 ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა ადგილობრივ ქალებთან პროექტის სამიზნე რეგიონებში: კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში. შეხვედრები ჩატარდა სოფლებში - ლელიანი, ციხისჯვარი, ტოლოში, შუქრუთი და მაღაროსკარი.
ფოკუს-ჯგუფი მიზნად ისახავდა ზემოთხსენებულ სოფლებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენასა და შესწავლას. შეხვედრებს ესწრებოდა თემში მცხოვრები აქტიური ქალები, (თითოეულ შეხვედრას 10 მონაწილე - ჯამში 50 მონაწილე) და ფასილიტაციას უწევდა საეა-ს მკვლევარი ფოკუს-ჯგუფის მოდერატორი. შეხვედრებზე ქალებმა ისაუბრეს მათთვის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
· დაბრკოლებებსა და გამოწვევებზე საოჯახო სამეწარმეო საქმიანობაში;
· საბანკო მომსახურებებსა და კრედიტებზე ხელმისაწვდომობაზე;
· დასაქმების შესაძლებლობებსა და არსებულ პრობლემებზე;
· პრიორიტეტულ საკითხებზე რაშიც სასურველი იქნებოდა მათი ხელშეწყობა როგორც საგანმანათლებლო ასევე ფინანსური კუთხით.
ფოკუს-ჯგუფის შეხვედრები ემსახურება პროექტის ფარგლებში განხორციელებული საველე რაოდენობრივი კვლევის თვისობრივ ანალიზს.
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო - USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...