2011 წლის 1 მაისიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება - ხაშურის მუნიციპალიტეტისათვის მომზადებული სოციალურ - ეკონომიკური განვითარების გეგმის შესრულების ხელშეწყობა. ამ მიზნით დაგეგმილია რიგი საქმიანობები, მათ შორის როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლების უნარების გაზრდა, საჯარო დისკუსიები; გეგმის შესრულების მონიტორინგი და ა.შ. პროექტი ასევე ითვალისწინებს პროგრამული ბიუჯეტის დანერგვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობას.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...