საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“.
პროექტის საბოლოო მიზანია, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა, უნარების და შესაძლებლობების განვითარების გზით
პროექტის ფარგლებში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდება არანაკლებ 160 ახალგაზრდას, რომლებიც გარდა მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებისა მიიღებენ მენტორინგის სესიებში მონაწილეობას. მენტორინგის შეხვედრები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, რომ კონსულტანტთან ერთად დაგეგმონ ბიზნესის წამოწყების კონკრეტული გზები და მიიღონ ფინანსებზე წვდომის შესაძლებობების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებია: დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლაგოდეხი და ყაზბეგი.
სამიზნე ჯგუფი მოიცავს 18-24 წლის ასაკის ახალგაზრდა ქალებს, მათ შორის შშმპ-ებსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს.
პროექტი ხორციელდება „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს „სოფლად ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება“. პროექტის საბოლოო მიზანია, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერება და საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობა, უნარების და შესაძლებლობების განვითარების გზით პროექტის ფარგლებში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით...
11 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად ქვემო ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, გარდაბანი, ონი, ამბროლაური)“ შემაჯამებელი ღონისძიება.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ, პროექტის: „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის...