საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა სიღრმისეული ცოდნა მიეღოთ როგორც პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების, ასევე პროექტის შინაარსის, დროის და ბიუჯეტის  ეფექტურად დაგეგმვის შესახებ.

ტრენინგ-კურსები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD 2)” და „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე (DGG)” ფარგლებში, და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

სრულად
25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა. მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის სახელით, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად, გილოცავთ ჩვენს 31 წლის იუბილეს. 1989 წლიდან...

სრულად
27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის დიდი საფასურის გადახდა. როდესაც გადაივლის კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების ტალღა, შემცირდება ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა და დაიწმინდება ბინდი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება მოყენებული ეკონომიკური გავლენის და...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი