საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა სიღრმისეული ცოდნა მიეღოთ როგორც პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტების, ასევე პროექტის შინაარსის, დროის და ბიუჯეტის  ეფექტურად დაგეგმვის შესახებ.

ტრენინგ-კურსები ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD 2)” და „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე (DGG)” ფარგლებში, და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

2
აგვისტო
15:18

ბიზნეს-გეგმის შემუშავების ტრენინგები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ტრენინგები ბიზნეს გეგმისა და ფინანსური დოკუმენტების შემუშავებაში. ტრენინგები ჩატარდა პროექტის 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში: საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი,...

სრულად
23
ივლისი
16:45

მენტორინგის სესია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის

13 და 15 ივლისს, მარნეულისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა მენტორინგის სესიები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის. სესიებს უძღვებოდა Volunteer Hub• მოხალისეთა ჰაბი დამფუძნებელი, ნატალია ჭამიაშვილი. მენტორინგის მიზანი იყო დამსწრეთათვის მოხალისეობის...

სრულად
25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი