საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

12
აპრილი
17:09

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი: ეკონომიკური, ქცევითი და სოციალური გადაწყვეტილებები: შესავალი ქცევით ეკონომიკაში

12 აპრილიდან 22 აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას უფასო სასერთიფიკატო ტრენინგ - კურსზე: ეკონომიკური, ქცევითი და სოციალური გადაწყვეტილებები: შესავალი ქცევით ეკონომიკაში.

კურსის შესახებ:

ქცევით ეკონომიკამ გასული წლების  განმავლობაში რევოლუციური გზით შეცვალა ეკონომიკის თეორიის სტანდარტები და იდეალურად რაციონალური გადაწყვეტილებების ნაცვლად გვთავაზობს გადაწყვეტილებების მიღებისა და მართვის მეტად რეალისტურ ალტერნატივებს. ქცევითი ეკონომიკის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს არა რაციონალურ და არითმეტიკულად ლოგიკურ გათვლებს, არამედ ადამიანური ქცევის მოდელების შესწავლას, მიზეზთა ანალიზსა და  გათვითცნობიერებას.  

ქცევითი ეკონომიკის შესავალი კურსი მოიცავს ფუნდამენტალურ ხედვებს თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები და როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების შინაარსის/გარემოს ცვლილებით მოვახდინოთ ზეგავლენა  მათ არჩევანზე.

 

სრული კურსის ხანგრძლივობაა: 17 საათი, 4 დღე

კურსის ხელმძღვანელი: ანნა ქათამიძე

 

სწავლების მოსალოდნელი შედეგები:

  • შეიცვლება თქვენი წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, გარემოსა და ცვლილებების მოხდენის შესაძლებლობებზე; 
  • გაიგებთ, როგორ შეიძლება ეკონომიკური, სოციალური და ზოგადი ქცევითი  მოდელების რეალისტური დიაგნოზის გზით, ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვტილებებზე, არჩევანის შეზღუდვის გარეშე;
  • გაიგებთ, როგორ მოქმედებს და ცვლის მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, დეტალები ადამინების  ქცევასა და დამოკიდებულებას, საბოლოო ჯამში კი გადაწყევტილებას;
  • შეძლებთ პრაქტიკაში გამოიყენოთ ქცევითი ეკონომიკის „ბიძგები“, კვლევის, ეკონომიკის თუ სოციალური გადაწყვეტილებების განხორცილებისას.

ტრენინგ - კურსებზე მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს მოცემული აპლიკაციის ფორმა. შევსებული აპლიკაცია  უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mkotia@economists.ge. რის შემდეგაც, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაცის დამოწმებას. აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვისთანავე, მოხდება შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება.

 

საქონტაქტო პირი: მადონა კოტია

ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი

მისამართი: ორბელიანის ქ. #35

ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge

ტელეფონი:  (+995 32) 292 28 39; (+995 32) 299 04 43.

მობილური: (+995 591) 119 590

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი