საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

5
თებერვალი
17:08

სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში

2017 წლის 1 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი  „სოფლის განვითარების სტრატეგიის რეგიონული თავების შემუშავება“.  პროექტის მიზანია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით, საქართველოს რეგიონებში კონკრეტული თავისებურებების და პრიორიტეტების გამოვლენა და ასახვა საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიაში რეგიონული თავების სახით.

პროექტის გახორციელების შედეგად მოხდება  სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ინტერვენციების მიზნობრიობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი მხარეების თანამონაწილეობითი პროცესით მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე. მომზადდება 9 რეგიონული თავი. 

პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა  საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში საქართველოს ახლაგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ჩაატარა 18 სამუშაო შეხვედრა  დაინტრესებულ მხარეების მონაწილეობებით საქართველოს 9 რეგიონში.   შეხვედრები გაიმართა მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგნელებთან, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების  თანამშრომლებთან.

სამუშაო შეხვედრებზე მოხდა პროექტის შესახებ  დეტალური ინფორმაციის გაცნობა და გაიმართა დისკუსია ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების ირგვლივ.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

5
აპრილი
15:33

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსები

5 -  აპრილიდან  - 23  აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს სტუდენტების მიღებას...

სრულად
15
მარტი
18:19

პროექტის გახსნის ცერემონია

2018 წლის 13 მარტს, პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი