საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

21
ივნისი
15:44

წარმატების ისტორია კოოპერატივი „მშვილდი+“

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებლი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა აოსციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი "მშვილდი+";

პროექტის შესახებ თავდაპირველად გავიგე საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენს სოფელში მართავდნენ. ამის შემდგომ ხუთმა კომლმა გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და შეგვექმნა კოოპერატივი, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ნერგებს გამოიყვანდა. ამჟამად საქმიანობაში ჩართული ვართ კოოპერატივის 5 წევრი, სეზონურად კი დამატებით 2-3 ადამიანს ვქირაობთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად გლეხები არიან, რომლებიც ვენახს აშენებენ. წელს 2000 ძირამდე ვენახი გამოვიყვანეთ და გავყიდეთ, შემდეგი წლისთვისაც უკვე გავქვს 1000 ძირის შეკვეთა.

პროექტში მონაწილეობამ, ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ. ახლა გვყავს ტრაქტორი რომელიც შრომას გვიადვილებს  და საშუალებას გვაძლევს უფრო მეტი ნერგი ვაწარმოოთ. მომავალ კოოპერატივებს ვურჩევდი რომ იმ საქმეს მოკიდონ ხელი, რაშიც ყველაზე კარგი ცოდნა გააჩნიათ, ამასთან შრომისუნარიანობა და საქმის სიყვარული უნდა ჰქონდეთ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. 

 

კოოპერატივის დირექტორი

რობერტ მშვილდაძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი