საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

28
მარტი
14:49

წარმატების ისტორია - შპს ტოპაზი

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო “შპს ტოპაზი”, რომლის მიზანი იმერეთის რეგიონის  ნატურალური ქვებით მომარაგებაა. ამასთან ერთად “შპს ტოპაზი” მომხმარებელს საკუთარი დიზაინით დამუშავებულ ქვებსაც სთავაზობს.

„პროექტის შესახებ საეას ვებ-გვერდიდან შევიტყეთ. დიდი ხანია გვქონდა სურვილი, რომ დაგვეწყო ნატურალური ქვების დამუშავების ბიზნესი. გავაკეთეთ კვლევა, რათა გაგვეგო ბაზარზე როგორი მოთხოვნა იყო  აღნიშნული პროდუქციაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტია და რეალურად მხოლოდ ორი ორი ორგანიზაცია მუშაობს ამ სფეროში. ადგილობრივ მეწარმეებს რომლების მუშაობენ ამ ქვებზე უწევთ მისი შესყიდვა მაღალ ფასად, ამიტომ გადავწყვიტეთ თურქული მარმარილოს და ფერადი გრანიტის იმპორტირება და ადგილზე დისტრიბუცია. ამასთან ერთად, გადავწყვიტეთ ბიზნეს პროექტის ფარგლებში დაგვემუშავებინა ქვები  და გაგვეკეთებინა სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბუხრები და სხვა ინვენტარი. სწორედ ამ იდეაზე შევადგინეთ ბიზნეს გეგმა და მოვიპოვეთ გრანტი.

დაფინანსების მიღებიდან, დღემდე უკვე 25 000 ლარზე მეტი პროდუქციის რეალიზაცია მოვახდინეთ. მოვემსახურეთ 30 ზე მეტ კერძო და იურიდიულ პირს,  მივიღეთ რამდენიმე მსხვილი შეკვეთაც, მათ შორის იყო ვაზიანში, გმირთა მემორიალის მოპირკეთება. ამჟამად წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, თუმცა პერიოდულად, დიდი შეკვეთების დროს, ვასაქმებთ დამატებით მუშებსაც. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც უკვე დამუშავებულ ქვებს, ასევე მათ შეკვეთაზე მორგებული პროექტის დამზადებას.

 

პაატა დვალიშვილი

შპს ტოპაზის აღმასრულებელი დირექტორი

 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი