საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

17
ივლისი
11:06

ქალთა გაძლიერება ბიზნესში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) მხარდაჭერით იწყებს პროგრამას: „ქალთა გაძლიერება ბიზნესში“. პროგრამისფარგლებში იწყება მონაწილეების შერჩევა ტრენინგებისთვის, რომელთა მიზანია ბიზნესში ქალთა აქტივობის და შესაძლებლობების გაზრდა.

მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციების საფუძველზე.

მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, მოქმედ მეწარმეებს ან ბიზნესის დაწყების მსურველებს;
  • არ არის შეზღუდული ბიზნესის ტიპი ან სექტორი.

ტრენინგების შემდეგ ქალბატონები მიიღებენ მონაწილეობას მენტორინგის პროგრამაში, სასწავლო ვიზიტებსა და საჯარო სექტორთან სამუშაო შეხვედრებში.

ტრენინგები ჩატარდება ქ. თბილისში ორ ეტაპად:

1. ბიზნესტრენინგი  აგვისტო, ხანგრძლივობა (4 დღე)

2. ადვოკატირების ტრენინგი , ოქტომბერი, ხანგრძლივობა (3 დღე).

ტრენინგში მონაწილეობის ხარჯები ანაზღაურდება USAID G4G-ის მიერ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://economists.ge/ka/news/140-qalta-gadzliereba-biznesshi

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული პლიკაციის ფორმა და  შევსებული აპლიკაციის ელექტრონული ვერსია და/ან რაიმე კითხვები გამოაგზავნონ ელ-ფოსტით მისამართზე: keti@economists.ge 2015 წლის 1 აგვისტომდე.

პროგრამა დაფინანსებულია G4G-ის მიერ, რომელიც USAID-ის  ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებს „დელოიტ კონსალტინგი“. G4G მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი