საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

19
მაისი
16:50

ფინანსური აღრიცხვის ტრენინგი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის

15-16 მაისს პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის”  ფარგლებში შექმნილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისთვის ჩატარდა 2 დღიანი ფინანსური აღრიცხვის ტრენინგი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა სოციაციის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში. ტრენინგი გაიარა 19-მა მეწარმე ქალმა  კოოპერატივების თავმჯდომარეებმა და ბუღალტრებმა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ფინანსურ და ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ცოდნის დონის გაზრდას, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში ფინანსური აღრიცხვის წარმოება, საგადასახადო დეკლარაციების შევსება და პირველადი ფინანსური დოკუმენტების მოგროვება.

მონაწილეთათვის შემუშავდა სამუშაო წიგნი ”ფინანსური აღრიცხვა”, რომელიც თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის ფორმებს და შაბლონებს, დეკლარაციების ფორმებს.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ჩაუტარა სპეციალური სესია ”ფინანსური ანგარიშგება და რეგულაციები”. კოოპერატივები გაეცნენ საქმეთწარმოების საკითხებს, სხვადასხვა ანგარიშგების ფორმებს და სახელმძღვანელოებს.

ტრენინგები ჩატარდა პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ფონდ ”ტასოსთან”, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი