საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

2
მარტი
18:20

პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია

2015 წლის 27 თებერვალს ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი-საქართველოს (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით,  გაიმართა პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდააჭერა საქართველოში“ პრეზენტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს, საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებასა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. პროექტის მოსარგებლეების 80%-ს შეადგენს დევნილი ახალგაზრდები.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ საუკეთესო 25 ბიზნეს პროექტს გადაეცემა ჯამში 200 000$-ის ოდენობის  გრანტი,  ხოლო ბიზნეს გეგმების კონკურსის გამარჯვებულებზე გადანაწილდება 15,500$-ის ღირებულების ბიზნესგრანტი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ესტონეთის საელჩოს წარმომადგენლები და ახალგაზრდები ხაშურის, ქარელის, გორის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ახალგაზრდებს ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველოს წარმომადგენლებმა მიაწოდეს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობების შესახებ ინფორმაცია.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

11
თებერვალი
17:22

პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად" დასკვნითი ღონისძიება

11 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულებისა და ადგილობრივი მმართველობის გასაუმჯობესებლად ქვემო ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში (მარნეული, გარდაბანი, ონი, ამბროლაური)“ შემაჯამებელი ღონისძიება.

სრულად
24
დეკემბერი
18:07

ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ, პროექტის: „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყანაში ეფექტიანი კორპორაციული მმართველობის, კერძოდ კორპორაციული ანგარიშგებების სისტემის დანერგვის...

სრულად
2
ნოემბერი
13:18

„სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“-მობილიზაციის შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში

პროექტის „სოციალური ანგარიშვალდებულება და ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის გზით“ გახორციელდა მობილიზაციის შეხვედრები პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოხალისეობრივი საქმიანობებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან.  23-24...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი