29 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა მესამე დებატები ეკონომიკაზე. „დებატები ეკონომიკაზე“ არის საეას შიდა პროექტი. დებატები ჩატარდა გუნდური პრინციპით, თითოეული უნივერსიტეტი წარმოადგენდა ერთ გუნდს, რომელიც შედგებოდა 4 წევრისგან. დებატებში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა:
დებატების ქეისებად შერჩეული იყო საქართველოს ეკონომიკაში არსებული აქტუალური საკითხები. დებატებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური:
დებატები ჩატარდა ორ ტურად, პირველ ტურში მონაწილეობას იღებდა ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის გუნდი, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) ფინალურ ეტაპზე თსუ-ს გუნდმა გაიმარჯვა.
დებატების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდის „თსუ“-ის თითოეულ წევრს: ნინო კერესელიძეს, ნინო ორაგველიძეს, მიხეილ მაკასარაშვილსა და აკაკი მალანიას გადაეცათ 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...