საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

10
ოქტომბერი
10:46

ტრენინგი - ”ბიზნეს მოლაპარაკებები”

რატომ ეს ტრენინგი?

ჩვენ ყოველდღიურად ვართ ჩართულები მოლაპარაკებების პროცესში და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან, კოლეგებთან, ჩვენს უფროსებთან ჩვენი ოჯახის წევრებთან და სხვა მნიშვნელოვან პირებთან ხშირ შემთხვევაში მოლაპარკების პროცესი, რომელშიც ჩვენ ვეფლობით მიმდინარეობს ინტუიციურად, ხოლო შედეგი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გვესმის მოლაპარკებები და კომუნიკაცია მოლაპარაკებების წარმოების დროს.

მოლაპარაკებების უკეთ წარმართვისა და შედეგების მაქსიმიზაციის მიზნით გთავაზობთ ტრენინგს ბიზნეს მოლაპარაკებებში რომლის შედეგად თქვენ შეძლებთ:

  • აერიდოთ ინტუიციურ მიდგომებს;
  • უკეთ მოემზადოთ მოლაპარაკებებისათვის;
  • გაიგოთ მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა მოტივაციები;
  • სწორად განსაზღვროთ და დაგეგმოთ მოლაპარაკებების სტრატეგია;
  • დაამყაროთ სწორი კომუნიკაცია მნიშვნელოვან კლიენტთან;
  • შეძლოთ მოლაპარაკებების წარმოება გუნდის შიგნით;
  • მოახდინოთ დანაკარგების მინიმიზაცია და შედეგების გაუმჯობესება;
  • მართოთ პროცესი;

ტრენინგის მეთოდოლოგია: ტრენინგი არის ინტერაქტიული და ორიენტირებულია მსმენელის სრულ ჩართულობაზე. ტრენინგი ითვალისწინებს პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და როლურ თამაშებს, რომელთა შემდეგ ხდება მათი განხილვა და თეორიული ჩარჩოს მისადაგება.

ტრენინგს გაუძღვება: ტარიელ სიხარულიძე, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მოლაპარაკებების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის ასიცორებული წევრი (ESSEC IRENE, Paris, Singapore). ტარიელს ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი ESSEC School of Business, Ecole de Guerre, ENA, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სომხეთში თუ აზერბაიჯანში როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის. მოკლე ინფორმაცია მისი ტრენინგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://www.facebook.com/pages/Tato-Sikharulidze-Learn-to-Negotiate/252918181413296

ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 შეხვედრა, საათი, თითო შეხვედრის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 საათი - სულ 15 საათი.

ფასი: კურსის ღირებულებაა 210 ლარი. პირველი 5 დარეგისტრირებული მონაწილისთვის 190 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, თბილისი, ორბელიანის ქ. #35

ტელ: 2990443 / 2936475

საკონტაქტო პირი: მადონა კოტია, 591119590 mkotia@economists.ge

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი