ASSOCIATION OF YOUNG ECONOMISTS GEORGIA
GEO

NEWS

2
August
15:18

ბიზნეს-გეგმის შემუშავების ტრენინგები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ტრენინგები ბიზნეს გეგმისა და ფინანსური დოკუმენტების შემუშავებაში. ტრენინგები ჩატარდა პროექტის 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში: საჩხერე, ჭიათურა, ტყიბული, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, მესტია.  კონკრეტულად ტრენინგები ჩატარდა იმ ფერმერებისათვის, რომელთაც სურდათ საკუთარი საქმიანობის გარდაქმნან ორგანულ მეურნეობად და სერტიფიცირებულ ორგანულ ფერმერებად ჩამოყალიბება.

ასევე, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები, რომლებიც შედეგად თავის მხრივ ხელს უწყობდნენ ადგილობრივ ფერმერებს შესაბამისი უნარებისა და ცოდნის გაზრდაში.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა, ადგილობრივი დაინტერესებული ფერმერების ცოდნის გაზრდა ბიზნეს გეგმის შემუშავების საკითხებზე, რაც თავის მხრივ ემსახურებოდა, მათ ხელშეწყობას პროექტისთვის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) რეალისტური და გამართულ პროგნოზებზე დაფუძნებული ბიზნეს გეგმის წარდგენას.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კვალიფიციური ტრენერების მიერ მიღწეულ იქნა დაგეგმილი მიზნები:

  • ბიზნეს გეგმის არსისა და მნიშვნელობის გაანალიზება;
  • კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარება ბიზნეს გეგმების შემუშავებისა და ბიზნესის განვითარების მიზნით;
  • GRETA პროექტის ბიზნეს გეგმის სტრუქტურის გაცნობა და მონაწილეების ხელშეწყობა შესაბამისი ფორმების შევსებაში.
Share:

LAST NEWS

2
August
15:18

ბიზნეს-გეგმის შემუშავების ტრენინგები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სათემო და ორგანული სოფლის მეურნეობა“ (GRETA) ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ტრენინგები ბიზნეს გეგმისა და ფინანსური...

MORE
23
July
16:53

Mentoring session for local civil society representatives, activists and youth

On 13 and 15 July, mentoring sessions were held in Marneuli and Gardabani municipalities for local civil society representatives, activists and youth. The sessions were led by Volunteer Hub • Natalia...

MORE
25
May
15:52

Training's on the proposal writing tools for local authorities and civil society organizations

In order to equip Local municipal representatives and civil society organizations with the necessary knowledge, skills and competences, in 6 targeted regions for almost 50 participants from May 15 to May 22th AYEG...

MORE
NEWS | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი