13 და 15 ივლისს, მარნეულისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა მენტორინგის სესიები ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, აქტივისტებისა და ახალგაზრდებისთვის. სესიებს უძღვებოდა Volunteer Hub• მოხალისეთა ჰაბი დამფუძნებელი, ნატალია ჭამიაშვილი.
მენტორინგის მიზანი იყო დამსწრეთათვის მოხალისეობის მნიშვნელობის და მოხალისეობრივი პროექტების მრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ახალი თეორიული ცოდნის გენერირების შედეგად, რეალური მოხალისეობრივი პროექტების მონახაზების შექმნა;
შეხვედრებს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები - ცოდნის კაფე/Knowledge Cafe დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი და Charte• ჩართე წარმომადგენელი მარიამ გელაშვილი, რომლებმაც გააზიარეს ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ მოხალისეობრივი პროექტებისა და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ხორციელდება დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (Fostering Decentralization and Good Governance at the Local Level in Georgia (DGG)) პროგრამის ფარგლებში.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...
9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...
27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...