საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ პროდუქტიული იყო სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილი, როდესაც საბჭოს წევრებმა ინიციატივების საბიუჯეტო პროექტებად გარდაქმნა, რაც ძალიან საჭიროა ჩვენი სამომავლო ეფექტიანი საქმიანობისათვის.“ - ასე შეაფასეს რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „სტრატეგიული დაგეგმვის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და პროგრამული ბიუჯეტირების“ სამუშაო შეხვედრა, რომელიც 15-16 ივნისს ჩატარდა ახაშენში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუციური განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა, სტრატეგიული გეგმის, სამოქმედო გეგმისა და პროგრამული ბიუჯეტისთვის საბიუჯეტო პროექტების შემუშავების პროცესში.

სამუშაო შეხვედრა, სადაც რუსთავის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და მერიის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ სტრატეგიულ გეგმასა და საბიუჯეტო პროექტებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც World Vision საქართველოს და სოციალური მუშაკთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი