საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

16
აპრილი
12:32

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს სტაჟიორების მიღებას

15 - აპრილიდან 30 - აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს მოტივირებული სტუდენტების მიღებას მოხალისის პროგრამაზე (სტაჟირებაზე).

მოხალისეები პროგრამის განმავლობაში მიიღებენ:

  • პრაქტიკული გამოცდილებას რეალურ სამუშაო გარემოსა და რეალურ პროექტებში მონაწილეობით;
  • შესაძლებლობას იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად, რომლებიც იზრუნებენ მათი ეკონომიკური განათლების გაძლიერებისთვის;

პროგრამის ხანგრძლივობა: 90 დღიდან 120 დღემდე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული ელექტრონული აპლიკაციის ფორმა.

 

გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა

 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSduBHtGN_x9bRmI4-Qp8NKJ-O4N-QFv8tl40g8qGInXb0xK1Q/viewform

 

აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვისთანავე, აპლიკანტს ეცნობება ელ-ფოსტით გასაუბრების თარიღი და დრო, რის საფუძველზეც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

 

 

საქონტაქტო პირი: მადონა კოტია

ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი

მისამართი: ორბელიანის ქ. #35

ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge

ტელეფონი:  (+995 32) 292 28 39; (+995 32) 299 04 43.

მობილური: (+995 591) 119 590

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

25
მაისი
15:52

ტრენინგები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადების შემუშავებაზე

საჭირო ცოდნის მიღების, უნარებისა და კომპეტენციების განვითარების მიზნით, 6 სამიზნე რეგიონის 50-მდე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  წარმომადგენლებისთვის 15 მაისიდან 22 მაისამდე საეა-მ ჩაატარა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო კურსი - „საპროექტო წინადადების შემუშავება“.

სრულად
25
აპრილი
20:55

გამოწვევების 31 წელი

25 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დაარსების დღეა. მოტივირებული ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდის სახელით, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას, ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად, გილოცავთ ჩვენს 31 წლის იუბილეს. 1989 წლიდან...

სრულად
27
მარტი
19:15

ჯანმრთელობის ფასი

„ჯანმრთელობის ფასი არაფერია“ ქართველებს გვაქვს  ასეთი გამონათქვამი, მაგრამ მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოუწევს ჯანმრთელობის დიდი საფასურის გადახდა. როდესაც გადაივლის კორონა ვირუსის ინფექციის გავრცელების ტალღა, შემცირდება ახალი შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა და დაიწმინდება ბინდი, სულ უფრო და უფრო აქტუალური გახდება მოყენებული ეკონომიკური გავლენის და...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი