საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

12
აპრილი
16:07

საეას ეკონომიკური განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსი: მოლაპარაკების უნარი

12 აპრილიდან 22 აპრილამდე საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) ეკონომიკური განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას უფასო სასერთიფიკატო ტრენინგ - კურსზე: მოლაპარაკების უნარი.

კურსის შესახებ:

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოველ დღე, ყოველი ჩვენთაგანი თავისთავად მომლაპარაკებელია: შვილები ცდილობენ მოელაპარაკონ მშობლებს, აიღონ ნებართვა წავიდნენ გასართობად, იყიდონ ახალი ტანსაცმელი, დაისვენონ მეგობრებთან ერთად; მეგობრები ცდილობენ გადაწყვიტონ დაგეგმონ ისეთი აქტივობები, რომლებიც ყველასათვის მისაღები იქნება და ა.შ. რა თქმა უნდა, ბიზნეს მოლაპარაკებებს აქვთ გაცილებით დიდი შედეგობრივი გავლენა და ამ მიზეზის გამო მასზე განსხვავებულად უნდა ვიფიქროთ. მოლაპარაკება - ეს პროცესია, რომელსაც თუ მივყვებით ბოლომდე, შეუძლია გააუმჯობესოს საუკეთესო შედეგის მიღების შანსები.

ეს მოდული მონაწილეებს წარმოუდგენს მოლაპარაკების კონცეფციებს და სხვადასხვა მიდგომებს. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, რაც მისცემს მათ საშუალებას შეაფასონ საკუთარი უნარები და გააუმჯობესონ შედეგები.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ყველა საფუძველი იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახადონ.

 

სრული კურსის ხანგრძლივობაა: 12 საათი

კურსი ჩატარდება: 4 დღის განმავლობაში

კურსის ხელმძღვანელი: ნინო ნაცვლიშვილი

 

სწავლების მოსალოდნელი შედეგები:

  • მონაწილეებს ექნებათ მეტი წარმოდგენა მოლაპარაკების ძირითად პრინციპებზე, სტრატეგიებსა და ტაქტიკებზე;
  • მიიღებენ მეტ ცოდნას და ინფორმაციას, როგორც ინტერსებზე დაფუძნებულ ასევე პოზიციებზე დაფუძნებული მოლაპარაკების პრინციპებზე;
  • გაიუმჯობესებენ მოსმენის, საუბრის, მსჯელობისა და პოზიციონირების უნარებს;
  • გაიუმჯობესებენ კონფლიქტის ანალიზისა და მოგვარების უნარებს.

 

ტრენინგ - კურსებზე მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს მოცემული აპლიკაციის ფორმა. შევსებული აპლიკაცა  უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: mkotia@economists.ge. რის შემდეგაც, თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაცის დამოწმებას. აპლიკაციების მიღების ვადის ამოწურვისთანავე, მოხდება შერჩეულ აპლიკანტებთან დაკავშირება.

 

საქონტაქტო პირი: მადონა კოტია

ეკონომიკური განათლების ცენტრის მენეჯერი

მისამართი: ორბელიანის ქ. #35

ელ.ფოსტა: mkotia@economists.ge

ტელეფონი:  (+995 32) 292 28 39; (+995 32) 299 04 43.

მობილური: (+995 591) 119 590

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

18
ივნისი
12:16

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივითა და ფასილიტაციით კახეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილ აქტიურ...

სრულად
18
ივნისი
12:16

„საბჭოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია საეა-ს მხარდაჭერა სამომავლო საქმიანობისა და  სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. არანაკლებ...

სრულად
25
აპრილი
15:57

გამოწვევების 30 წელი

30 წელი მიღწევაა - რადგან წლები მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილება შევიძინეთ და რადგან შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენ უკვე 30-ს...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი