საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

4
ოქტომბერი
15:03

მერძევეობის დარგის განვითარების ფორუმი

2016 წლის 30 სექტემბერს ქ.ქუთაისში, სასტუმო „ბაგრატში“ გაიმართა მერძევეობის დარგის განვითარების ფორუმი. ფორუმი ჩატარდა ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით (PIN-ის კონსორციუმი) და ევროკავშირის დაფინანსებით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამონისტროს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა, ENPARD-ის განმახორციელებელი კონსორციუმების წარმომადგენლებმა, მერძევეობის დარგში ჩართულმა ფერმერებმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა.

ფორუმის მონაწილე მხარეები გაეცნენ საქართველოს მთავრობის გეგმებსა და პროგრამებს მერძევეობის დარგთან მიმართებაში და წარმოადგინეს თავიანთი ხედვები, პროგრამებსა და დარგში არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით.

ფორუმზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • საქართველოში რძის გადამამუშავებელი ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა;
  • დარგში არსებული პრობლემები/გამოწვევები პირველადი წარმოების ეტაპზე;
  • პროფესიონალების, განსაკუთრებით ვეტერინარების ნაკლებობის პრობლემა;
  • დარგში ჯიშთა განახლების საჭიროება;
  • საძოვრების რაციონალურად გამოყენების საჭიროება;
  • რძის გადამამუშავებელი კოოპერატივებისათვის ხელის შემშლელი გარემოებები;
  • სახელმწიფო პროგრამების გაუმჯობესების გზები და სხვა.

 

ფორუმის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი დიალოგის მუდმივმოქმედი მექანიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ფორუმი წარმოადგენს საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში მერძევეობის დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის. ფორუმი მიზნად ისახავს რძის წარმოებისა და გადამუშავების სექტორში გარემოს გაუმჯობესებას, რათა კოოპერატივებისა და ფერმერებისთვის ბაზრებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ფორუმი ორიენტირებულია გადაწყვეტილების მიმღებთა და ფერმერთა შორის დიალოგზე, რაც მერძევეობის დარგის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების  კოორდინირებულობასა და გამჭირვალობას უზრუნველყოფს. 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი