საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

14
სექტემბერი
17:14

წარმატების ისტორია - კოოპერატივი „იმერული“

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „იმერული“

გრანტის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე, შემდეგ პინის ოფისში მივედი და კონკურსის პირობები გავიგე რის შემდეგაც გადავწყვიტე კონკურში მონაწილეობა. ფერმერები, რძის გადამუშავების ტექნოლოგებისა და მარკეტინგის სპეციალისტები, გაერთიანდით და  შევქმენით კოოპერატივი.  ახალა ჩვენ ვაწარმოებთ რძეს თანამედროვე დანადგარებისა და ტექნიკის გამოყენებით. გადამუშავების პროცესში დასაქმებულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 ქალი.

კონკურსში  მონაწილეობის პერიოდში რამოდენიმე ტრეინინგი გავიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყი ეკონომისტების ტრეინინგები და კონსულტაცია, რომლისგანაც ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. საიასთან დღემდე ვაგრძელებთ ურთერთობას პერიოდულად მივმართავთ ხოლმე სხვადასხვა შეკითხვებით და რჩევის საკითხავად.

იმ ჯგუფებს, რომლებიც შემდგომში აპირებენ კონკურსში მონაწილეობას, ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ კონსულტაციები თავიანთ დარგში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან,  შეათანხმონ ფინანსური გათვლები საეას სპეციალისტებთან და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.     

კოოპერატივის დირექტორი მალხაზ ხაჭაპურიძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი