საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

27
ივლისი
14:36

წარმატების ისტორია - რაჭის ნატურალური პროდუქტები

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“.

“საგრანტო პროექტის შესახებ ჩემი მეგობრებისგან შევიტყე და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო სხვა მეფუტკრეებთან ერთად. ჩვენ გვსურდა ერთიანი ძალებით გადაგვეჭრა ფუტკრის ოჯახების მასიური გამრავლების და მიღებული პროდუქტების რეალიზაციის პრობლემა.  ამასთან, კოოპერაცია საშუალებას გვაძლევდა გაგვემარტივებინა ფუტკრის  დაავადებებთან ბრძოლა. გრანტის მიღების შემდეგ ჩვენმა კოოპერატივმა დაიწყო პროდუქციის რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ (თურქეთი და აზერბაიჯანი) ბაზრებზე. რომ არა ეს გრანტი საკუთარი რესურსებით აღნიშნული საქმიანობის განვითარებას ვერ შევძლებდით. ამჟამად კოოპერატივში 7 წევრი ვართ გაერთიანებული, მათ შორის 1 ქალი, დამატებით სეზონურად  საშუალოდ 3 ადამიანს ვქირაობთ ხოლმე.

 ჩვენს კოოპერატივს საეა-თან თანამშრომლობა  დადებითად წაადგა როგორც კონსულტაციებში ასევე ეკონომიკური კუთხით გათვლების განხორციელებაში.  მომავალ კოოპერატივებს რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში ვურჩევდი რომ მთავარია მოინდომონ და სწორი ფინანსური გათვლები გააკეთონ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.“

ლაშა გოგოშიძე

რაჭის ნატურალური პროდუქტები

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი