საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

11
ივლისი
11:47

წარმატების ისტორია - კოოპერატივი სარგო

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „სარგო“

  საგრანტო კონკურსის შესახებ გავიგე PIN-ის  და არასამთავრობო ორგანიზაცია „ელკანა“-ს წარმომადგენლებისგან. მათ გამართეს შეხვედრა კოოპერატივისა და კოოპერაციის სიკეთის შესახებ.  შემდეგ, იმიტომ, რომ რძის წარმოებაში გარკვეული გამოცდილება გამაჩნდა,  ასევე გამოცდილ ადამიანებთან ერთად, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო საგრანტო კონკურსში,  დავრეგისტრირდით და შევავსეთ ბიზნეს განაცხადი. ამასთან, პროექტის ფარგლებში გავიარეთ ორგანიზებული ტრენინგები. რომელიც ძალიან შედეგიანი გამოდგა და საშუალება მომცა კიდევ უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა.

 შემდეგ შევქმენით კოოპერატივი, რომელშიც ამჟამად დასაქმებულია 12 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივი თავიდან ორიენტირებული იყო მხოლოდ რძის წარმოებაზე გაფართოების შემდეგ  დავამატეთ კიდევ ერთი  პროდუქტი მაწონი. ასევე, ვფიქრობთ დავამატოთ ხაჭოსა და ყველის წარმოება.

ერთი სიტყვით კოოპერაცია არის მომავლის საქმე და დიდი სიკეთე, მე ვურჩევ ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ საქმის სურვილი და რაც მთავარია სიყვარული გააჩნია მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, მიიღონ ის სარგებელი რასაც კოოპერაცია მათ სთავაზობს.

 

კოოპერატივ „სარგოს“ თავმჯდომარე

გიორგი გველესიანი.

 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი