საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

27
ივნისი
18:56

წარმატების ისტორია კოოპერატივი „ქვითირი“

„მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „ქვითირი“

”საგრანტო კონკურსის შესახებ ჩვენს  სოფელში პირველი კოოპერატივის შექმნის შემდეგ  შევიტყეთ. ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის იდეა დაახლოებით 4 წლის წინ გაგვიჩნდა, თუმცა ჩვენი რესურსებით ვერ შევძელით მისი განხორციელება. სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივაცია რომ ამ პროექტში მიგვეღო მონაწილეობა.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სოფელში, სადაც მწვანილი ძალიან მნიშვნელოვან კულტურად ითვლება. თავდაპირველად გვქონდა ორი სათბური, რომელმაც ძალიან გაამართლა. ამის შემდეგ ნელ–ნელა განვვითარდით, ავიღეთ აგრო-სესხი და გავაკეთეთ რკინის 6 სათბური. ამის შემდეგ ვფიქრობდით მაცივრის გაკეთებას, რომ პროდუქცია შეგვენახა და მაღალ ფასში მოგვეხდინა რეალიზება. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ქართული მწვანილის ბაზარზე კრიზისია ირანული მწვანილის კონკურენციის გამო, რომელმაც საბაზრო ფასი დასწია, ამიტომ ალტერნატიული ბაზრის მოძიებას ვცდილობთ. ამჟამად გვაქვს მოლაპარაკებები რუსეთის და აზერბაიჯანის ქარხნებთან, რომლებიც მწნილებს, კეტჩუპებს და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებენ.  გასული წლის განმავლობაში, ჩვენთან,   ჯამში 362 ქალბატონი იყო დასაქმებული.“

კოოპერატივის დირექტორი

გოდერძი შავგულიძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი