საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

13
ივნისი
18:16

წარმატების ისტორია - კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“

 „მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთსა და რაჭა ლეჩხუმის რეგიონებში“ არის  ENPARD-საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებლი არის საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა აოსციაცია. პროექტის საერთო მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფებია ბიზნესზე ორიენტირებული ჯგუფების, კოოპერატივების, მცირე, ნახევრად-კომერციული ფერმერების, აგრობიზნესის წარმომადგენლების  და სოფლად მყოფი მეწარმეების პროდუქტიულობის და შემოსავლიანობის ზრდა. პროექტის ფარგლებში 23-მა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა მოიპოვა დაფინანსება, მათ შორის იყო კოოპერატივი „თერჯოლის ღვინო“

2009 წელს დავიწყე საქმიანობა ღვინის სფეროში, შემდეგ ჩამოვაყალიბეთ ქვევრის ღვინის ასოციაცია, სადაც გავერთიანდით ბიო ღვინის მწარმოებლები. ჩვენს რეგიონში მიწებია  ძალიან დანაწევრებული, ამიტომ დიდი ხანია მინდოდა კოოპერატივის გაკეთება ჩვენს გასაერთიანებლად.  ამ პროექტის დახმარებით საოჯახო მეურნეობებმა მიწები და ვენახები გავაერთიანეთ და   კოოპერატივი დავაფუძნეთ. 

ახლა ჩვენ ვეწევით მევენახეობა–მეღვინეობას და ამის პარალელურად აგრო ტურიზმს. ჩვენ თვითონ გამოგვყავს ვაზის უნიკალური ჯიშები რომლებსაც შემდეგ ვაშენებთ. ღვინოს საერთო მარანში, ქვევრებში ვაყენებთ, გვაქვს ჩამოსასხმელი დანადგარებიც. გარდა ამისა პერიოდულად  ტურისტებსაც ვმასპინძლობთ. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან თუმცა ადგილობრივ რესტორნებსაც ვამარაგებთ. გვაქვს ბიო მეურნეობაც სადაც ორიენტაციას ხარისხზე ვაკეთებთ. წარმოებაში კოოპერატივის 10 წევრი ვართ ჩართული, მათ შორის ორი ქალბატონი. 

„მომავალ კოოპერატივებს ვურჩევდი რომ აკეთონ საქმე რომელიც ყველაზე კარგად იციან და ამასთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა საკუთარ წევრებთან.“

დირექტორი

გოგიტა მაკარიძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი