საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

9
ივნისი
16:02

საეა-ს რეკომენდაცია საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ განახორციელა სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ინდუსტრიული წახალისების კომპონენტის შეფასება. კვლევის ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა პროგრამის ბენეფიციარებთან ჩატარებული ჩაღრმავებული ინტერვიუები. კვლევის პროცესში გამოიკვეთა საგადასახადო მიმართულებით ცვლილებების საკითხი. მეწარმეები აღნიშნავენ რომ აღნიშნული მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოგების და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახედვა დანადგარების და ნედლეულის შემოტანასთან დაკავშირებით. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადასახადების გაუქმება/შემცირება ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს ბიზნეს პროცესებზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნეს - გარემოს გაუმჯობესებას. მეწარმეები აღნიშნავენ:

  • „დღეს რომ დანადგარი შემოვიტანე საბაჟო მახდევინებს დღგ-ს იმ საშუალებაზე რომელიც ძირითადია ჩემი წარმოებისთვის მახდევინებს დღგ-ს,  არადა მზა პროდუქტის გაყიდვა შეიძლება ერთი წლის თავზე დავიწყო - წარმოუდგენელია პირდაპირ.“
  • „მარტივად რომ ვთქვათ შესაძლებელია მოგების გადასახადის შემცირება ან გაუქმება  რეინვესტირებულ თანხებზე  და ეს იქნებოდა ზოგადად ბიზნესის ხელშეწყობა.“
  • „ბევრად გამარტივებულია ბიზნესის კეთება აქ სხვა ქვეყნებთან შედარებითაც, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გამარტივება. შემოდის ძირითადი საშუალებები, კომპანიას უწევს დღგ-ს გადახდა, იმ თანხიდან რაც პროექტისთვის არის დამტკიცებული ნაწილი დღგ-ს  მიაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ამ საკითხზეც მუშაობს მთავრობა.“
გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი