საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
მაისი
14:59

წარმატების ისტორია - მარწყვის სათბური

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო მარწყვის სათბური „სან ანდრეასი“.

„თავდაპირველად პროექტის შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყე. მე დიდი ხანია მინდოდა მარწყვის სათბურის გაკეთება თუმცა ამისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები არ გამაჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში.

გრანტის მიღების შემდგომ ავაშენე სათბური, სადაც მომყავს სან ანდრეასის ჯიშის მარწყვი. ჩემი სათბური გამორჩეულია იმით, რომ მარწყვი მოგვყავს ტერასებზე, რად მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტიულობას. ჩემს სასათბურე მეურნეობაში ამჟამად დასაქმებულია 3 ადამიანი მუდმივად, ხოლო პერიოდულად დამატებით რამდენიმე ადამიანს ვქირაობთ. მომავალში კიდევ ვფიქრობ ჩემი საქმიანობის განვითარებას და ღია გრუნტზე წარმოების დაწყებას.

მინდა მომავალ ბენეფიციარებს ვუთხრა რომ მთავარია მონდომება და ბევრი შრომა და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ოთარ თევდორაძე

მარწყვის სათბურის დამფუძნებელი

 

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი