საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

10
მაისი
20:01

წარმატების ისტორია - აგრო პროდუქტების წარმოება

„ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის შვილობილი კომპანიის „ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო“-ს პროექტია, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული. გასულ წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 14-მა ბიზნეს პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. მათ შორის იყო პროექტი „აგრო პროდუქტების წარმოება“.

      “თავდაპირველად პროექტის შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყე. ჩვენ 2013 წლიდან დაარსებული გვქონდა კომპანია ეი პი ჯი და ვაწარმოებდით სოფლის მეურნეობის პროდუქტებს: კიტრს, პომიდორს, მწვანე სალათს, ბულგარულ წიწაკას, ბროკოლს და სხვ. ჩვენი ბიზნესის სეზონურობა პრობლემებს გვიქმნიდა მიწოდების მდგრადობის კუთხით, ხოლო სათბურის გასაკეთებლად საკმარისი ფინანსური რესურსი არ გაგვაჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო პროექტში და დაფინანსების შემთხვევაში გაგვეკეთებინა სათბური, სადაც მოვიყვანდით აისბერგის ჯიშის მწვანე სალათს.

    გრანტის მიღებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი ბიზნესი, ახლა გვყავს მუდმივი კლიენტები, რომელთაც შეუფერხებლად ვაწვდით პროდუქციას წელიწადის ყველა დროს. ამჟამად წარმოებაში 3 მუდმივი და 10-მდე დროებითი თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის 7 ქალბატონი. რომ არა ბიზნეს გრანტი მხოლოდ ჩვენი რესურსებით სათბურის გაკეთება დროში ძალიან  გაგვეწელებოდა.

  ახალგაზრდებს, რომელებიც გეგმავენ საკუთარი ბიზნეს საქმიანობის დაწყებას ვურჩევდი, რომ დეტალურად დათვალონ ყველაფერი, დარწმუნდნენ მის მომგებიანობაში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყონ საქმიანობა.

 

ტარიელ გიორგაძე

„შპს ეი პი ჯი“-ს დამფუძნებელი

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი