საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

18
აპრილი
15:13

წარმატების ისტორია - არტ-კოდა

2014 წელს, პროექტის „სოციალური საწარმოების განვითარება“ ფარგლებში, სოცილაურმა საწარმო „არტ კოდამ“ მოიპოვა დაფინანსება“.

„საეას კონკურსის შესახებ თავდაპირველად ინტერნეტის საშუალებით გავიგეთ. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტრენინგებში „არტ კოდას“ ორმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი ჩართულობა ამ პროექტში წარმატებული აღმოჩნდა და 2014 წელს მივიღეთ დაფინანსება 2000 ლარის ოდენობით. 2013 წელს, დაარსებული გვქონდა სოციალური საწარმო და ვგეგმავდით მის გაფართოებას, მაგრამ პოლიგრაფიისათვის შესაბამისი აღჭურვილობა არ გაგვაჩნდა. ახლა ჩვენი სოციალური საწარმოს შემოსავლები ძირითადად მოდის პოლიგრაფიით ბეჭდვაზე და რომ არა ეს დანადგარები, ჩვენი საწარმო დღეს ასეთი წარმატებული არ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ამ პროექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი საწარმოსთვის.

ამაჟამად საწარმო ორი მიმართულებით მუშაობს, ესაა ქართული რეწვა და პოლიგრაფიული მიმართულება. რეწვა აერთიანებს რამდენიმე სახელოსნოს, ესენია: მინანქარი და თექა. ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 15 ადამიანი. თუმცა გვყავს მოხალისეები, რომლებსაც დიდი შეკვეთების დროს ვქირაობთ.  საწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად ქალბატონები არიან ჩვენთან დასაქმებული, მე გახლავართ ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი. თუმცა ახლა პოლიგრაფიის გაფართოებას ვგეგმავთ და ალბათ რამდენიმე ბიჭსაც დავიქირავებთ.

მომავალ მეწარმეებს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში კარგად ჩამოყალიბდნენ რისი კეთება უნდათ, კონკრეტული მიზანი დაისახონ და აუცილებლად მიაღწევენ შედეგს."

 

ილია ბორცვაძე

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი