საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

8
თებერვალი
16:47

ცვლილებები საეა-ს მენეჯმენტში

მაქვს პატივი გაცნობოთ რომ 2016 წლის 6 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში (საეა) გაიმართა საერთო კრება, სადაც მოხდა გამგეობის წევრების არჩევა.   ახლად არჩეული გამგეობის პირველ სხდომაზე, საეა-ს გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა ბატონი მიხეილ ადეიშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ბატონი კახა დაუშვილი.

ბატონმა კახამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხით (მაკროეკონომიკა). იგი უკვე ორი წელია მუშაობს საეა-ში პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე. მისმა ექსპერტულმა ცოდნამ, შრომისმოყვარეობამ და ერთგულებამ ჩვენი ასოციაციის მიმართ, ბატონი კახა გახადა ამ თანამდებობისათვის საუკეთესო კანდიდატი.

გამგეობისა და მენეჯმენტის ფარგლებში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, ჩვენთვის უცვლელი რჩება ჩვენი ღირებულებები,  პარტნიორებთან ურთიერთობის ფასეულობები და მზად ვართ მოვახმაროთ ჩვენი დრო და ძალისხმევა პარტნიორ ორგანიზაციებთან წარმატებულ თანამშრომლობას. ჩვენი მიზანია განვამტკიცოთ არსებული კავშირები, ისევე როგორც დავაფუძნოთ ახალი ურთიერთობები გულწრფელ ნდობასა და ინტერესზე დაყრდნობით.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიზანია საზოგადოების ეკონომიკური განათლება, დემოკრატიის ხელშეწყობა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა. საეა არ დაიშურებს პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ძალისხმევას დასახული მიზნების მისაღწევად.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი