საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

22
დეკემბერი
17:49

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

2014 წლის 18 დეკემებრს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ”ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობები და გამოწვევები” სამაგიდე კვლევის და ”სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური საჭიროებები” რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

სამაგიდე კვლევა მიზნად ისახავდა ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის  შეფასებას და სამეწარმეო შესაძლებლობების გამოვლენას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების  იდენტიფიკაციაზე, ასევე რეკომენდაციების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს უშუალოდ მათ ეკონომიკურ გაძლიერბას. ხოლო, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ანგარიში წარმოადგენს გაერთიანებულ ანალიზს, რომელიც ასახავს ქალთა ეკონომიკური მდგომარეობას და სამეწარმეო შესაძლებლობებს სოფლად შემდეგ რეგიონებში:  კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, და მცხეთა-თიანეთი.

პრეზენტაციაზე ასევე წარდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო „ქალი ბიზნესში“, რომელიც გამიზნულია ქალებისთვის, რომლებიც არიან როგორც მოქმედი მეწარმეები, ასევე ბიზნესის დაწყების მსურველთათვის.

პრეზენტაციას ესწრებოდნენს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები.

კვლევები განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC) მხარდაჭერით პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი