საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

17
დეკემბერი
16:40

GIZ-ის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

2014 წლის 15 დეკემბერს ქ. ბორჯომის გამგეობაში, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ორგანიზებით პროექტის „მოქალაქეთა თანამონაწილეობა პროგრამული ბიუჯეტირების პროცესში მუნიციპალურ დონეზე“ ფარგლებში გაიმართა დასკვნითი  შეხვედრა. შეხვედრაზე  განიხილეს 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებები.  კერძოდ 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის  ფარგლებში მოხდება ოთხი ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ხოლო ტენდერებიდან დარჩენილი თანხის ნაშთით სხვა ბაგა-ბაღებისთვის ინვენტარის შეძენა.  ყვიბისისა და დვირის ტერიტორიულ ერთეულებში კი მოხდება შიდა გზებისა და სასმელი წყლის სიტემის რეაბილიტაცია.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს  წარმომადგენლები,  ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ბაგა-ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელი;  ასევე პროგრამის ბენეფიციარები: ბაგა-ბაღების მენეჯერები, აღმზრდელები, მშობლები აგრეთვე ყვიბისისა და დვირის ტერიტორიული ერთეულის მაცხოვრებლები.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი