საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
ENG

სიახლეები

6
ნოემბერი
12:32

ბიზნესტრენინგი ქალი მეწარმეებისთვის

სოფელ ციხისჯვრის ქალი მეწარმეებისთვის და თვითდახმარების ჯგუფის წევრებისთვის ჩატარდა 2 დღიანი ბიზნესტრენინგი 2014 წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა სოციაციის ორგანიზებით. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა სამეწარმეო უნარების გაზრდა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მომავალში სამეწარმეო საქმიანობის დაწყება ან/და განვითარება. ტრენინგი გაიარა 22-მა მონაწილემ.

მონაწილეთათვის შემუშავდა სახელმძღვანელო ”ქალი ბიზნესში” და სამუშაო წიგნი, რომელიც თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, ქეისებსა და მეწარმისთვის სასარგებლო ფორმებს და შაბლონებს.

ტრენინგის შედეგად თითოეულმა მონაწილემ შეავსო ბიზნეს გეგმის შაბლონი. ქალებს გადაეცათ ტრენინგის ”ქალი ბიზნესში” მონაწილეობის სერტიფიკატები. 

ნოემბერში იგეგმება ბიზნესტრენინგის ჩატარება სოფელ ლელიანსა და სოფელ ტოლოშში.

ტრენინგები ტარდება პროექტის ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს _ USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ფონდ ”ტასოსთან”, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

გაუზიარე მეგობრებს:

ბოლო სიახლე

30
მაისი
14:09

მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგნლობა ახორციელებს პროექტს “მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის ადვოკატირება საქართველოში”. პროექტის მიზანია, მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიონალურად დამოუკიდებელი რეგიონული სტატისტიკის სისტემის დანერგვის ადვოკატირება საქართველოში, ასოცირების შეთანხმებით აღებული...

სრულად
15
მარტი
14:44

მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის

9 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბავშვთა უფლებების რეალიზებას, სახელმწიფო ბიუჯეტის წვლილის სიღრმისეულ გააზრებას. მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის შეფასების მეთოდოლოგია, ასევე განხორციელდება ერთი...

სრულად
2
მარტი
17:18

პროექტის - „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

27 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობის მიერ ჩატარდა პროექტის „ეფექტიანი კორპორაციული მმართველობა დასაქმებისათვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: „კორპორაციული ანგარიშგებების სისტემა საქართველოში - ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულებით...

სრულად
სიახლეები | Www.economists.ge
© 2014 Association of Young Economists Georgia
Created Byეკონომისტი